რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკისა და ხარკოვის რეგიონები დაბომბეს
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში დნეპროპეტროვსკისა და ხარკოვის რეგიონები დაბომბეს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, ვალენტინ რეზნიჩენკომ Telegram-ში განაცხადა.
„დღის მეორე ნახევარში მტერმა ორჯერ დაბომბა კრივოი როგის რაიონი. მან „ურაგანის“ სარაკეტო სისტემით დაარტყა ზელენოდოლსკის თემს. დაიჭრა 73 წლის მამაკაცი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. მარიანსკში რამდენიმე ათეული კერძო სახლი დაზიანდა“, – წერს რეზნიჩენკო.