ლიზ ტრასი ჩინეთს შეერთებულ შტატებთან დაძაბულობის დეესკალაციისკენ მოუწოდებს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა ჩინეთს მოუწოდა, განმუხტოს დაძაბულობა შეერთებულ შტატებთან წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის შემდეგ. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.

„მე არ ვუჭერ მხარს ჩინეთის მწვავე რიტორიკას ამ საკითხთან დაკავშირებით. სავსებით გონივრულია ის, რაც ხდება და მე ჩინეთს დეესკალაციისკენ მოვუწოდებ“, – განუცხადა ჟურნალისტებს ლიზ ტრასმა, რომელიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთი კანდიდატია.

ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ, ერთდღიანი ვიზიტის შემდეგ, ტაივანი დატოვა. აღსანიშნავია, რომ პელოსის ვიზიტის გასაპროტესტებლად, აშშ-ის ელჩი ნიკოლას ბერნსი ჩინეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები