მამუკა მდინარაძე: ერთადერთი საკითხი, რაზეც იყო წინააღმდეგობა ჩვენსა და „ქართული ოცნებიდან“ წასულ პოლიტიკოსებს შორის, იყო იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მეტი დოზით უნდა გადაცემოდა საზოგადოებას ინფორმაცია

„ერთადერთი საკითხი, რაზეც იყო წინააღმდეგობა ჩვენსა და „ქართული ოცნებიდან“ წასულ პოლიტიკოსებს შორის, იყო იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მეტი დოზით უნდა გადაცემოდა საზოგადოებას ინფორმაცია. სხვა არც ღირებულებითი, არც რაიმე განსხვავება ჩვენ აზრებსა და გეგმებში არ გვქონდა”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ალიანსებსა და სამომავლო გეგმებზე გადაწყვეტილებას არა პოლიტიკური პარტია, არამედ ხალხი იღებს.

“თუმცა, ეს საკითხი აღმოჩნდა წყალგამყოფი და ასე გადაწყვიტეს. მათ მიაჩნიათ, რომ გაცილებით მეტი უნდა ვილაპარაკოთ, ვიდრე ჩვენ ვსაუბრობთ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ასე არ არის. შესაბამისად, ჩვენი გზები ამიტომ გაიყო. დიდ პატივს ვცემ თითოეულ მათგანს. ისინი ჩვენი თანაგუნდელები იყვნენ და ზოგიერთ ჩვენგანზე გაცილებით მეტი დამსახურება აქვთ თუნდაც „ქართული ოცნების“ წინაშე. ალიანსებზე და სამომავლო გეგმებზე გადაწყვეტილებას არა პოლიტიკური პარტია, არამედ ხალხი იღებს. ხალხი არჩევნებზე გადაწყვეტილებას რომ მიიღებს, მერე ჯდება პოლიტიკური კონფიგურაცია, ეს ჩვენი გადასაწყვეტი არ არის. ამიტომ დღეს აქცენტები და პროგნოზები იმაზე თუ რა იქნება 2024-ში, ჩემი მხრიდან სწორი არ იქნება“, – განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები