მოსკოვის მახლობლად Ozon-ის საწყობში ძლიერ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა – ცეცხლის ქრობაში მესამე ვერტმფრენი ჩერთო

მოსკოვის მახლობლად, ისტრაში Ozon-ის საწყობში ძლიერი ხანძრის ქრობაში ცოტა ხნის წინ მესამე ვერტმფრენი ჩაერთო. ჯამურად, ოპერაციაში 150-ზე მეტი მეხანძრეა ჩართული.

როგორც რუსულ მედიას საგანგებო სიტუაციების სამინისტროში განუცხადეს, ერთი ადამიანია დაღუპული და კიდევ 13 დაშავებული.

ასევე, ცეცხლთან ბრძოლაში ტექნიკის 40 ერთეულია ჩართული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები