“ვკუსნო ი ტოჩკა”-დან “Добрый Cola”-მდე – რუსეთში რებრენდინგი გრძელდება
რუსეთში იმპორტის ჩანაცვლება ახალ დონეზე გადავიდა. ჯერ McDonald’s-ი გახდა “ვკუსნო ი ტოჩკა”, ახლა Coca-Cola – “Добрый Cola” (“კეთილი კოლა”), ხოლო Fanta – “Добрый Orange” გახდება.
ამის შესახებ Telegram-არხი Mash-ი წერს.
კერძოდ, Coca-Cola-ს რუსეთის განყოფილება “Coca-Cola HBC Eurasia” – სახელი შეიცვალა და “Multon Partners”-ი გახდა.
“კოლას” და “ფანტას” გარდა, რუსეთში გამოჩნდება ახალი “ადგილობრივი” გემოები – Dushes, Cherry, Lemonade, Mango и Sib Travy.
Schweppes-ი – “Rich ტონიკი” გახდება, Sprite-ის წარმოება კი საერთოდ შეწყდება იმ მოტივით, რომ მასზე მოთხოვნა დაბალია.
“განახლებული სასმელების” ახალი პარტიის გაშვება უკვე შემოდგომას იგეგმება.