პრეზიდენტმა თენგიზ არჩვაძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

პრეზიდენტმა მსახიობი თენგიზ არჩვაძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ჯილდო თენგიზ არჩვაძეს ქართული თეატრალური და კინოხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის მიანიჭა და ბრწყინვალების ორდენი პირადად გადასცა.

პრეზიდენტმა თენგიზ არჩვაძეს, რომელსაც დღეს 90 წელი შეუსრულდა, დაბადების დღე მიულოცა და ჯანმრთელობა და გამძლეობა უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები