შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ყველა, ვისაც აინტერესებს საქართველოს ევროპული მომავალი, უნდა იყოს სამუშაო ჯგუფებში და კომიტეტის სხდომებზე
“მნიშვნელოვანია, რომ ყველა, ვისაც აინტერესებს საქართველოს ევროპული მომავალი, უნდა იყოს ამ სამუშაო ჯგუფებში და კომიტეტის სხდომებზე, რათა შემუშავდეს და განხილული იყოს კანონპროექტები. დემოკრატია სწორედ ამის გულისხმობს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, პროცესში პარლამენტი და საპარლამენტო ფორმატები მნიშვნელოვანია.
„ევროპას ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან ერთად შევხვდით ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებს და ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენლებს და შევატყობინეთ, როგორ მიდის 12-პუნქტიან რეკომენდაციასთან დაკავშირებით მუშაობა. გავაცანით მკაფიო გრაფიკი, თუ როდის მოხდება შესაბამისი ინიციატივების შემოტანა და მიღება მესამე მოსმენით. ვთანხმდებით ერთ რამეზე: მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი და საპარლამენტო ფორმატები არის წამყვანი. კომიტეტები, სამუშაო ჯგუფები – ეს არის რეგლამენტით გათვალისწინებული ფორმატები, რომლებიც უზრუნველყოფს პროცესის ინკლუზიურობას. მნიშვნელოვანია, რომ ყველა, ვისაც აინტერესებს საქართველოს ევროპული მომავალი, უნდა იყოს ამ სამუშაო ჯგუფებში და კომიტეტის სხდომებზე, რათა შემუშავდეს და განხილული იყოს კანონპროექტები. დემოკრატია სწორედ ამის გულისხმობს“, – აცხადებს პაპუაშვილი.