ვარკეთილში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა

ვარკეთილში, ე.წ. სვანების ბაზრობასთან მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები, თუმცა, მედიკოსებს ის უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

არსებული ინფორმაციით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები