გია ცაგარეიშვილი: სააკაშვილის პოლიტიკაში ყოფნა-არყოფნა საერთოდ არ მოქმედებს მის მსჯავრსა და სასჯელის მოხდის პირობებზე
“მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში ყოფნა-არყოფნა საერთოდ არ მოქმედებს მის მსჯავრზე და სასჯელის მოხდის პირობებზე”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია.
“სააკაშვილის პოლიტიკაში ყოფნა-არყოფნა საერთოდ არ მოქმედებს მის მსჯავრსა და სასჯელის მოხდის პირობებზე, კანონის წინაშე ყველა თანასწორია, გინდათ, „ქართული ოცნების“ წევრი, ჩემით დავიწყებ და გინდათ, სააკაშვილი – „ნაციონალური მოძრაობის“ დე-ფაქტო, დე-იურე ლიდერი თუ ვინც არის, რაც გინდათ – ის დავარქვათ იმ ადამიანს. ასე რომ, ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, ახლა მისი ადვოკატები და მისი „მრევლი“ რას ქადაგებენ, ის არის დამნაშავე და დაველოდოთ პროცესების დასრულებას”, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.