სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე გუდაურში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება
სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე, ალენ სიმონიანი გუდაურში მომხდარ ტრაგედიას “ტვიტერზე” ეხმაურება.
“ძვირფასო მეგობრებო, ვუსამძიმრებთ ყველა იმ ადამიანის ოჯახებს, მეგობრებს, ვინც გუდაურში ჩამოვარდნილი სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ბორტზე დაიღუპა. ვიზიარებთ ჩვენი ქართველი მეგობრებისა და ძმების ტკივილს”,- წერს სიმონიანი.
ცნობისთვის, ორი დღის წინ, გუდაურში პარაპლანის ჩამოვარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. ადგილზე მაშველები გამოიძახეს, თუმცა ვერტმფრენმა, რომელიც დაშავებულის ამოსაყვანად მიდიოდა, ავიაკატასტროფა განიცადა. შედეგად ბორტზე მყოფი რვავე პირი დაიღუპა.