ხულოში სატვირთო ავტომობილი ხევში გადავარდა – არის მსხვერპლი

ხულოს მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 26 წლის მამაკაცი დაიღუპა, ერთი პირი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მაშინ მოხდა, როდესაც სატვირთო ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები