შალვა პაპუაშვილი: ყოველთვის მზად ვართ წარმატებით გავაგრძელოთ თანამშრომლობა გაერო-ს წარმომადგენლობასთან, რათა კვლავ დავიცვათ ფუნდამენტური პრინციპები

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს გაეროსთან თანამშრომლობის 30 წლისთავს “ტვიტერზე” ეხმაურება.

“საქართველო გაეროში 30 წლის წინ გაერთიანდა. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ისეთივე წარმატებით გავაგრძელოთ თანამშრომლობა გაეროს საქართველოს წარმომადგენლობასთან, რათა კვლავ დავიცვათ ის ფუნდამენტური პრინციპები, რომლებიც ჩადებულია გაეროს დებულებაში და ხელს უწყობს საქართველოს მდგრად და მშვიდობიან განვითარებას”,- წერს პაპუაშვილი “ტვიტერზე“.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები