დავით ჯიჯეიშვილი: ვაღიარებ, რომ მირიან კუკავა ჩემი მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა

“ხულიგნობაში თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ. ვაღიარებ რომ ჩემი მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა”, – ამის შესახებ ცხვარიჭამიაში , 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობაში ბრალდებულმა დავით ჯიჯეიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე დაკავებული 8 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. სხდომა მცხეთის რაიონულ სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.

ცნობისთვის, შემთხვევა ცხვარიჭამიაში რამდენიმე დღის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, 20 წლის მირიან კუკავა მეგობრის – ქეთათო არაბულის სახლში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, რა დროსაც სუფრასთან ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აღნიშნული მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ, სავარაუდოდ, დავით ჯიჯეიშვილმა მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა, ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. თავად ჯიჯეიშვილი კი მიმალვაში თითქმის ერთი დღის განმავლობაში იმყოფებოდა, მის დასაკავებლად სამართალდამცავები სამძებრო მოქმედებებს ახორციელებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები