სასამართლო ცხვარიჭამიაში, 20 წლის ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 8 პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

ცხვარიჭამიაში, 20 წლის ახალგაზრდის, მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე დაკავებული 8 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. სხდომა მცხეთის რაიონულ სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.

პროკურატურა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს. დაკავებულ რვავე პირს ბრალი ოფიციალურად 30 ივლისს წარუდგინეს.

ცნობისთვის, შემთხვევა ცხვარიჭამიაში რამდენიმე დღის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, 20 წლის მირიან კუკავა მეგობრის – ქეთათო არაბულის სახლში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, რა დროსაც სუფრასთან ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აღნიშნული მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ, სავარაუდოდ, დავით ჯიჯეიშვილმა მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა, ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. თავად ჯიჯეიშვილი კი მიმალვაში თითქმის ერთი დღის განმავლობაში იმყოფებოდა, მის დასაკავებლად სამართალდამცავები სამძებრო მოქმედებებს ახორციელებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები