ლევან რატიანი – გუდაურში დაშავებულ პარაპლანისტზე: სტაბილურად მძიმეა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, გუდაურში პარაპლანის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული ინსტრუქტორის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.

ექიმის თქმით, მას გუშინ ოპერაცია ჩაუტარდა, ახლა კი დაკვირვების ქვეშ ქირურგიულ განყოფილებაში იმყოფება. რაც შეეხება მის მდგომარეობას, რატიანის განმარტებით, ის სტაბილურად მძიმეა.

“პაციენტის მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე, გუშინ ოპერაცია ჩაუტარდა. იმყოფება დაკვირვების რეჟიმში ქირურგიულ დეპარტამენტში. ჩატარდა ქირურგიული ჩარევა, მდგომარეობა სტაბილურია, მის სიცოცხლეს, ამ ეტაპზე, საფრთხე არ ემუქრება”, – ამბობს ლევან რატიანი.

შეგახსენებთ, გუშინ გუდაურში პარაპლანის ჩამოვარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. ადგილზე მაშველები გამოიძახეს, თუმცა ვერტმფრენმა, რომელიც დაშავებულის ამოსაყვანად მიდიოდა, ავიაკატასტროფა განიცადა. შედეგად ბორტზე მყოფი რვავე პირი დაიღუპა.

ტრაგედიის გამო დღეს საქართველოში გლოვის დღეა. ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები