გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო “ქართული ოცნება” ქვემო ქართლში დღევანდელ რეგიონულ შეხვედრას აუქმებს

გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, “ქართული ოცნება” ქვემო ქართლში დღეს დაგეგმილ რეგიონულ შეხვედრას და ღონისძიებებს აუქმებს.

“გუდაურში, 29 ივლისს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, დღეს ,,ქართული ოცნების” ლიდერების რეგიონული შეხვედრა და დაგეგმილი ღონისძიებები რუსთავში, პარტიის ქვემო ქართლის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, მუნიციპალიტეტის მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან, გაუქმდა და მოგვიანებით გაიმართება”, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები