თელავში, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაიწვა

თელავში, ნადიკვარის ქუჩაზე კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაიწვა.

თავდაპირველად ცეცხლი სახურავს მოედო და მალე შენობაზე გავრცელდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. მეპატრონემ შენობის დატოვება დროულად შეძლო.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი გაუმართავი ელექტროგაყვანილობა გახდა.

როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მაშველებმა ხანძარი უკვე ჩააქრეს.

ვითარებას ადგილზე გაეცნო თელავის მერი. ლევან ანდრიაშვილის განცხადებით, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლება დახმარების ფორმაზე იმსჯელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები