შსს-ს ცნობით, გუდაურში, ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ცხედრები ამოსვენებულია
გუდაურში, სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენის კატასტროფის ადგილზე, სამაშველო და სამძებრო ღონისძიებები რამდენიმე საათის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ცხედრები ამოსვენებულია, – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ხევიდან ამოსვენებულთა შორისაა ტურისტიც, რომელიც პარაპლანით ფრენის დროს დაიღუპა.
მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, გუდაურთან, 29 ივლისს ჩამოვარდა. ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა. შსს-ს ინფორმაციით, ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. დაშავებულია პარაპლანის ინსტრუქტორი, მასთან ერთად მყოფი უცხოელი ტურისტი კი გარდაცვლილია.