ირანის საელჩო: უდიდეს გულისტკივილსა და ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ გუდაურში დატრიალებული ტრაგედიის გამო

საქართველოში ირანის საელჩო გუდაურში დატრიალებული ტრაგედიის გამო, ღრმა მწუხარებას გამოხატავს.

როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო, ამ ურთულეს დროს გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს, საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს.

„უდიდეს გულისტკივილსა და ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ გუდაურში დატრიალებული ტრაგედიის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო ვერტმფრენის ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომელსაც ეკიპაჟის წევრები და მაშველები ემსხვერპლნენ.

ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო, ამ ურთულეს დროს გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს, საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები