„იან მალკოლმ ჰოქი აქციის მფლობელია, რომლის უკან დგას ბანკის აქტივი და რომლის ღირებულების განმსაზღვრელი არის კიდეც ბანკის აქტივი“ – დიმიტრი ტორაძე

„თიბისი ბანკის“ ბრიტანელი აქციონერის, იან მალკოლმ ჰოქის ადვოკატი დიმიტრი ტორაძე ბანკის ქართველი აქციონერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის უფლებადამცველის, ზვიად კორძაძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად კორძაძემ განაცხადა, რომ ბრიტანელი აქციონერის მხარე არის არასათანადო, რადგან ის რეალურად „თიბისი ბანკის“ აქციონერი კი არა, „თიბისი PLC-ის“ აქციონერია.

დიმიტრი ტორაძე „საქმიან დილაში“ საუბრისას განმარტავს, თუ რატომ არის „თიბისი ბანკის“ ბრიტანელი აქციონერი უფლებამოსილი, შეიტანოს სარჩელი ხაზარაძისა და ჯაფარიძის წინააღმდეგ და თან ბანკის სასარგებლოდ.

„სარჩელში ცალკე თავად გვაქვს განსჯადობა და ჩამოყალიბებული გვაქვს ყველა ის დებულება, თუ რატომ მივმართავთ ქართულ სასამართლოს. იან მალკოლმ ჰოქი უფლებამოსილია, მიმართოს ქართულ სასამართლოს მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და სხვათა მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

როგორც იან მალკოლმ ჰოქის წარმომადგენელი, მსურს გამოვეხმაურო მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წარმომადგენლის განცხადებას, რომ თითქოს იან მალკოლმ ჰოქი არ არის სათანადო მოსარჩელე და მას არ შეუძლია, სარჩელი წარადგინოს ხაზარაძისა და ჯაფარიძის წინააღმდეგ ბანკის სასარგებლოდ.

ყოველგვარი გაურკვევლობის თავიდან აცილების მიზნით, განვმარტავ, რომ სარჩელში დეტალურად არის აღწერილი არა მხოლოდ მოთხოვნის საფუძვლები, არამედ სათანადო მოსარჩელეობის საკითხებიც.

საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, ყურადღებას გავამახვილებ იან მალკოლმ ჰოქის სათანადო მოსარჩელეობასთან მიმართებით, ანუ იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ რატომ არის ის უფლებამოსილი, შეიტანოს სარჩელი ხაზარაძისა და ჯაფარიძის წინააღმდეგ და თან ბანკის სასარგებლოდ:

იან მალკოლმ ჰოქმა აქციები შეიძინა ლონდონის საფონდო ბირჟაზე, კერძოდ, მან შეიძინა სსთიბისი ბანკისის აქციები, რომელიც, ბანკის ვებგვერდის მიხედვით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2014 წლიდან ივაჭრება.

ამდენად, ის არის აქციის/ფასიანი ქაღალდის მფლობელი, რომლის უკან დგას ბანკის აქტივი და რომლის ღირებულების განმსაზღვრელი/განმაპირობებელი არის კიდეც ბანკის აქტივი , – განაცხადა დიმიტრი ტორაძემ.

R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები