საარტილერიო ჭურვმა დონეცკში საავადმყოფო დაანგრია

   უკრაინის არტილერია მთელი ღამის განმავლობაში  დონეცკს ბომბავდა. ერთ-ერთი ჭურვი  ქალაქის საავადმყოფოს მოხდა, რომელიც მთლიანად დანგრეულია. საინფორმაციო სააგენტო ,,ინტერფაქსის“ ინფორმაციით, არის მსხვერპლი. შენობები ჩამოინგრა ასევე როზა ლუქსემბურგის ქუჩაზეც. ამჟამად დგინდება მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა. ღამის საარტილერიო დაბომბვის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა ბუდიონოვსკის და პეტროვსკის რაიონები. ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქ დონეცკის მუნიციპელიტეტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პაშკოვის ქუჩაზე დანგრეულია ორი საცხოვრებელი სახლი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები