გოგა ხაინდრავა – დეგნანს: ქართველი ხალხი ბევრად უფრო თავისუფლებისმოყვარე და გონიერია, ვიდრე თქვენ გეჩვენებათ
კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ Twitter-ში აშშ -ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას ეხმაურება.
“შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, “ბუნებრივი მოკავშირეებისგან საქართველოს დაშორება მხოლოდ ვიწრო ინტერესებს ემსახურება და არა – ქართველ ხალხს; გაუგებარია, რატომ ცდილობს პოლიტიკოსების ნაწილი ამერიკასა და საქართველოს შორის ასეთ კრიტიკულ დროს განხეთქილებას.”
ნამდვილად გაუგებარია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ პოლიტიკოსებს სათავეში თქვენ უდგახართ, ქალბატონო ელჩო! ქართველი ხალხი ბევრად უფრო თავისუფლებისმოყვარე და გონიერია, ვიდრე თქვენ გეჩვენებათ. ღმერთმა დაიფაროს ამერიკა!”, – წერს გოგა ხაინდრავა.
ცნობისათვის, აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ ცდილობს პოლიტიკოსების ნაწილი ამერიკასა და საქართველოს შორის, ასეთ კრიტიკულ დროს, განხეთქილებისა და დაპირისპირების შექმნას ამგვარი მონდომებით.
ამის შესახებ ელჩმა „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ კომენტარში განაცხადა.
“საქართველოს ბუნებრივი მოკავშირეებისგან მისი დაშორების ნებისმიერი მცდელობა მხოლოდ ვიწრო ინტერესებს ემსახურება და არა – ქართველი ხალხის ინტერესებს”, – განაცხადა ელჩმა.