მამუკა მდინარაძე: რუსეთი აგრესორი, ოკუპანტი ქვეყანაა, რომელიც ყოველგვარ წითელ ხაზებს გასცდა; ერთადერთი მარტივი წითელი ხაზი ვერ გადალახა – ვერ შეუწყვიტა ხოშტარიებს ოჯახს სამკვიდრო ჰონორარი

,,რუსეთი აგრესორი, ოკუპანტი ქვეყანაა, რომელიც ყოველგვარ წითელ ხაზებს გასცდა. შეჭრილია, ხოცავს ჯარისკაცებს კი არა ყველას, დიდსა და პატარას და ერთადერთი მარტივი წითელი ხაზი ვერ გადალახა – ვერ შეუწყვიტა ხოშტარიებს ოჯახს სამკვიდრო ჰონორარი. აი, ეს ვერ გაბედა, დანარჩენი ყველაფერ ქნა,’’- განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემა ,,იმედის LIVE’’ ეთერში.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რუსეთი ემუქრება ევროპას გაზის გათიშვით, კადრულობს ყველაფერს, გარდა იმისა, რომ ხოშტარიების ოჯახს ვერ შეუწყვიტა ჰონორარი. თუმცა, მისი აზრით, საზოგადოება ამას არ დაიჯერებს და საბოლოო ჯამში ყველაფერი კარგად იქნება.

,, უკრაინაში ქალებსა და ბავშვებს ხოცავს, სხვის ტერიტორიაზეა შეჭრილი, ოკუპაციას აგრძელებს, ემუქრება ევროპას გაზის გათიშვით, აშანტაჟებს რუბლებში გადამიხადეთ, ყველაფერს კადრულობს, არ იკადრა უბრალოდ, რომ ჰონორარი არ შეუწყვიტა ხოშტარიებს. აი, ამას აჯერებენ ხალხს და ვიღაცები ხომ არიან, ვისაც ეს სჯერა. ახლა ,,ნაცები,, ხომ მხარს უჭერენ ამ ამბავში ხოშტარიას. თან, ამ ხალხს, ვისაც ეს სჯერა, ისიც სჯერა, რომ ელენე ხოშტარიას ოჯახი ტანკებს აცლის რუსეთს. ეს ჰონორარი რომ არ მოჰქონდეთ ამათ, რუსეთს მეტი ტანკი ეყოლებოდა. ამ მოცემულობაში ვართ, რომ დღეს საქართველოში არიან ძალები, რომელიც ახლა ჩვენ რაც მოვყევით უტრირებულად, აჯერებ საკუთარ ამომრჩეველს და საზოგადოებას. საბოლოოდ, მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ამას არავინ დაიჯერებს, მათი პირით და მათი სახელით. მე ვფიქრობ, რომ მთავარია, ქვეყანა სწორ გზაზე მიდის, ქვეყანაში არის მშვიდობა, ომს არავინ დაუშვებს, რაც არ უნდა ირიბი და პირდაპირი მოწოდებები იყოს. ასევე, მე მგონია, ჩვენი მეგობრები, საბოლოოდ, ობიექტურად შეაფასებენ ამ ყველაფერს და არ გაგვიბრაზდებიან იმისთვის, რომ ჩვენ საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს მოვუფრთხილდით და ამ ქვეყანას არავინ დასჯის დამოუკიდებელი, თავისუფალი გადაწყვეტილებების გამო. მე ამის მტკიცედ მჯერა”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ ,,იმედის,, ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები