რატი იონათამიშვილი – ოპოზიციაზე: მაშინ, როდესაც ყველა გავერთიანდით კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ესენი გაერთიანდნენ იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთ

კომედიურ სიტუაციაში იყენებენ საკუთარ თავს, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი ოპოზიციის ნაწილს, რომელიც კვლავ არ აპირებს ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფში მმართველ გუნდთან ერთად მუშაობას. ისინი ალტერნატიულ შეხვედრებში მონაწილეობენ და დღესაც მესამე სექტორის წარმომადგენლებს ხვდებიან.

„მაშინ, როდესაც ყველა გავერთიანდით კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ესენი გაერთიანდნენ იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთ და თან ამ პროცესში იმდენად უხერხული და უსუსური არგუმენტები აქვთ, რომ კიდევ უფრო კომედიურ სიტუაციაში იყენებენ საკუთარ თავს“, – აცხადებს რატი იონათამიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები