რატი ბრეგაძემ საქართველოში გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქნირშთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ საქართველოში გერმანიის ფედერაციის ელჩ ჰუბერტ ქნირშთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა, – ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მინისტრმა ელჩს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. რატი ბრეგაძემ ჰუბერტ ქნირშთან შეხვედრისას საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერის საკითხში გერმანიის განსაკუთრებულ როლს გაუსვა ხაზი. მინისტრმა ასევე აღნიშნა ელჩის პირადი წვლილი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხში.

რატი ბრეგაძემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-გერმანიის თანამშრომლობა კიდევ უფრო ინტენსიური გახდება და ჰუბერტ ქნირშს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები