კიბერ-კლასში მიღება იწყება

იუსტიციის სამინისტროს სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტო კომპანია გრინნეტთან თანამშრომლობით კიბერ-კლასში მიღებას აცხადებს.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, კიბერ-კლასში სწავლა დაიწყება 15 აგვისტოს და გაგრძელდება 2 თვის მანძილზე. კურსის მონაწილეებს კვირაში ორჯერ 2-2 საათის განმავლობაში ციფრული მმართველობის სააგენტოსა და კომპანია გრინნეტის ტრენერების მიერ ჩაუტარდებათ ლექციები და პრაქტიკული სავარჯიშოები, მიეწოდებათ კიბერუსაფრთხოების კონკრეტული თემის შესახებ ძირითადი ინფორმაცია და გადაეცემათ სასწავლო რესურსები და დავალებები.

“კურსზე ჩარიცხვის წინაპირობებია:

· ზოგადი გამოცდილება, ცოდნა და უნარები ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით. ასევე, ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე.

სასურველია, კანდიდატებს ჰქონდეთ შემდეგი ცოდნა და უნარები:

· Windows/Linux ოპერაციული სისტემების ადმინისტრირების საფუძვლების ცოდნა;

· კომპიუტერული ქსელების ადმინისტრირების საფუძვლების ცოდნა;

· პროგრამირების საფუძვლების ცოდნა;

· ინფორმაციული უსაფრთხოების საფუძვლების ცოდნა;

კიბერ-კლასის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან შემდეგ ძირითად საკითხებს:

· შესავალი კიბერუსაფრთხოებაში;

· ქსელის, პროგრამირები, ლინუქსის და სკრიპტინგის საფუძვლები;

· კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულაციები და სტანდარტები;
Endpoint, IDS/IPS, WAF, SIEM გადაწყვეტილებებთან მუშაობა, ანალიზი და მონიტორინგის საფუძვლები;

· პენტესტის საფუძვლები ინციდენტზე რეაგირება და ანალიზი;

· მავნე კოდის ანალიზი;

· სისუსტეების, საფრთხეების კვლევა, ანალიზი და რეაგირება;

· კიბერშეტევები და სოციალური ინჟინერია.

კიბერ-კლასში მონაწილეობის საფასურია 500 ლარი.

კიბერ-კლასის დასრულების შემდეგ მონაწილეებს ჩაუტარდებათ თეორიული და პრაქტიკული გამოცდა. კურსის წარმატებულად დასრულების შემთხვევაში გადაეცემათ სერტიფიკატი.

გამოცდის შედეგების მიხედვით საუკეთესო შედეგების მქონე კურსდამთავრებულებს ექნებათ სტაჟირების შესაძლებლობა ციფრული მმართველობის სააგენტოს კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტში და აგრეთვე კომპანია გრინნეტში. საუკეთესო 4 სტუდენტს გადაეცემა CompTIA Security+ გამოცდის ვაუჩერი.

კურსში მონაწილეობის მსურველებმა 10 აგვისტომდე უნდა გამოაგზავნონ CV და მოკლე სამოტივაციო წერილი შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე – cert@dga.gov.ge”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები