მიხეილ ცაგარელი: ნეგატიური დღეები 12 აგვისტომდე გაგრძელდება დედამიწა უარყოფით ენერგოველშია

  დედამიწა უარყოფით ენერგოველშია, რის გამოც სხვადასხვა საქმის წამოწყება, შესაძლოა, არასასურველი შედეგით დასრულდეს. ასევე, გახშირდება კონფლიქტური და ავარიული სიტუაციები, მოსალოდნელია ჯანმრთელების გაუარესება. ამის შესახებ „კვირას“ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ესაუბრა.
ასტროლოგის განმარტებით, არახელსაყრელი დღეები 12 აგვისტომდე გაგრძელდება, თუმცა მანამდე 10 აგვისტო სავსე მთვარეობის დღეა, რაც ფატალური მოვლენებით გამოირჩევა.
„ნეგატიური დღეები 25 ივლისიდან დაიწყო და 12 აგვისტომდე გრძელდება. ახლა დედამიწა უარყოფით ენერგოველშია, ამიტომ დაძაბულობა, ავარიულობა მატულობს და კონფლიქტურობა მაღალია. არავის არ ვურჩევ მნიშვნელოვანი, ახალი საქმის დაწყებას, ხელშეკრულებების დადებას, მოლაპარაკებების წარმოებას, რადგან მათი უმრავლესობა არ იმუშავებს და ეს გამოწვევს გულაცრუებას. ასევე, შეძლებისდაგვარად, მეტი ყურადღება უნდა მიაქცეს ჯანმრთელობას.
უარყოფითი დღეები 10 აგვისტოს სავსე მთვარეობით გვირგვინდება. ეს დღე ტრადიციულად მძიმეა. ამ დღეს ყოველთვის არის რაღაც უსიამოვნო პირად ურთიერთობებში. ვეცადოთ, ეს პერიოდები ფრთხილად განვვლოთ. 12 აგვისტოდან დედამიწა გადმოვა დადებით ენერგოველში, საერთო სიტუაცია დამშვიდდება და გაცილებით უფრო ადვილი იქნება მოლაპარაკეების წარმოება, უფრო ადვილი იქნება ურთიერთგაგება, ურთიერთპატიება, ურთიერთშერიგება, საქმეებიც გაცილებით უკეთესად წარიმართება“, – აღნიშნა მიხეილ ცაგარელმა “კვირასთან” საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები