ავთანდილ თალაკვაძე: ოზურგეთელებისთვის მიცემულ კიდევ ერთ პირობას ვასრულებთ – ოზურგეთის ულამაზეს უბანში, ანასეულში ვაკეთებთ გზას
ანასეულში საგზაო-ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტი, რომლის ბიუჯეტიც 1 მილიონ ლარამდე შეადგენს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.
მიმდინარე სამუშაოებს ოზურგეთის მერი – ავთანდილ თალაკვაძე მოადგილეებთან – გიორგი ღურჯუმელიძესა და ნიკა ბოლქვაძესთან ერთად გაეცნო.