საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში დასრულდა.
ნურ-სულთანის, ნურსულთან ნაზარბაევის საერთაშორისო აეროპორტში პრემიერმინისტრი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, იერმუხამბეტ კონუსპაევმა გააცილა.
ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრ ალიხან სმაილოვს და პრეზიდენტს, კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა.
პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა.