ალუდა ღუდუშაური: აშშ-ის ელჩმა მკაფიო და ამომწურავი პოზიცია უნდა დააფიქსიროს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

ღუდუშაური მიიჩნევს, რომ აშშ-ის საელჩოს და ელჩის მხრიდან მკაფიო, ამომწურავი განცხადება უნდა გაკეთდეს.

“როგორც ჩანს, დაგროვდა კრიტიკული კითხვები, რომელსაც აუცილებლად ესაჭიროება მკაფიო პასუხები, ვფიქრობ, აშშ-ის საელჩომ და ელჩმა აუცილებლად უნდა გააკეთოს მკაფიო, ამომწურავი განცხადება. ამ ყველაფერს აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი, რადგან საქმე ეხება მოსახლეობისგან ლეგიტიმურ ინტერესს. სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან, ევროკავშირთან შეუქცევადი პროცესია და ვერავინ და ვერანაირი ძალები ამას ხელს ვერ შეუშლიან, მაგრამ კიდევ უფრო განმტკიცებისთვის და იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები არ დაზიანდეს, მიმაჩნია საჭიროდ, რომ ელჩმა მკაფიო და ამომწურავი პოზიცია დააფიქსიროს.

განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც რამდენიმე დღის უკან ქალბატონმა ელჩმა უარყო ასეთი სახის შეხვედრა და თქვა, რომ დიდი ხანია არ შეხვედრია ბატონ ივანიშვილს. მიმაჩნია, რომ განცხადებაში თემა არ უნდა გაშლილიყო, რადგან ივანიშვილი ამ ქვეყნის გულშემატკივარია და არის პოლიტიკიდან გაწეული, რჩება ამ ქვეყნის ერთ- ერთ მთავარ მხარდამჭერად, შესაბამისად, ვფიქრობ, ყველაზე კარგი და აუცილებელი იქნება ყველაფერ ას ნათელი მოფინოს და შინაარსობრივ მხარეზე გააკეთოს საელჩომ და თვითონ ელჩმა განცხადება”, – განაცხადა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა. ივანიშვილი ადასტურებს, რომ მასსა და საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს შორის შეხვედრა შედგა. როგორც ივანიშვილი აცხადებს, შეხვედრა ელჩის თხოვნით, 21 მარტს გაიმართა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები