ალუდა ღუდუშაური: თუ მე ან ჩემი ოჯახის წევრს მოგვაყენებენ შეურაცხყოფას, ამაზე რეაგირება იქნება, ამას უნდა შევეგუოთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძესა და ჟურნალისტს შორის გუშინ მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

“თუ მე ან ჩემი ოჯახის წევრს მიაყენებენ შეურაცხყოფას, რა თქმა უნდა, ეს არის ყოველგვარი წითელი ხაზის მიღმა, რა თქმა უნდა, ამაზე რეაგირება იქნება და პასუხიც იქნება, ამას უნდა შევეგუოთ.

ის არის ნამდვილად ღირსეული ქართველი და ძალიან ღირსეული პოლიტიკოსი, ჩემი და ჩემი თითოეული კოლეგის მეგობარი”, – აღნიშნა ღუდუშაურმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები