მოლდოვის პრემიერ-მინისტრი შიშობს, რომ ქვეყანაში რუსეთის შეჭრის რისკი არსებობს
უკრაინაზე თავდასხმის ფონზე, მოლდოვის მოსახლეობა ქვეყანაში რუსეთის შეჭრას შიშობს, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, ნატალია გავრილიცამ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც 24 ივლისს გამოქვეყნდა.
პრემიერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვაში შეჭრის სცენარი მხოლოდ ჰიპოთეტურია, ის დაბნეულია იმით, რომ სამხედრო ოპერაციები უკრაინის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში და ოდესისკენ გადაინაცვლებს.
როგორც გავრილიცამ აღნიშნა, უკრაინის ტერიტორიულმა სიდიდემ და მოსახლეობამ მას საშუალება მისცა სასტიკი წინააღმდეგობა გაეწია რუსი დამპყრობლებისთვის, რამაც ბევრი გააკვირვა.
მოლდოვის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა გაცილებით რთული იქნება მოლდოვისთვის, რომელიც კონსტიტუციურად ნეიტრალურია და არ არის ნატოს წევრი.
„ეს ბევრ ქვეყანას აწუხებს, რადგან თუ რუსეთს შეუძლია ომის დაწყება საერთაშორისო სამართლის გათვალისწინების გარეშე, მაშინ ამ თვალსაზრისით, უსაფრთხოდ არავინ არის“, – აღნიშნა ნატალია გავრილიცამ.