ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა საპრემიერო ჩვენებით დახურა საიუბილეო, 95-ე სეზონი

ასპინძაში ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა ალექს ჩიღვინაძის კომედიის – „თქვენთანაც აბრახუნებენ?!” საპრემიერო ჩვენებით დახურა საიუბილეო 95-ე სეზონი. ამის შესახებ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დიმიტრი ღვთისიაშვილი ავრცელებს ინფორმაციას.
მისივე ინფორმაციით, ამ სეზონზე შემდეგი პრემიერები გაიმართა:
1. დიუმანუასა და დენერის „დონ სეზარ დე ბაზანი”
2. ვუდი ალენის „სემ, დაუკარი ისევ”
3. ელის უილკის „მწვანე კატა”
4. გიორგი სავანელის „ეს მე ვარ ნიკოლოზ ბარათაშვილი”
5. ჰანს კრისტიან ანდერსენის „წითელი ფეხსაცმელები და კალის ჯარისკაცი”
6. მარშალ ბრიკმანის  „ფრთხილად ადამსები”
7. კარლო გოლდონის „ჭორიკანა ქალები”
8. ოთარ ბაღათურიას „დედამიწა კი მიჰქრის”
9. ნოდარ დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”
10. ევგენი შვარცის „დაკარგული დროის ძიებაში”
11. ალექს ჩიღვინაძის „თქვენთანაც აბრახუნებენ?!”
„ამას გარდა, გაიმართა ოთარ ბაღათურიას პიესების კრებულის, აივენგო ჭელიძის, ბერტა ხაფავას, შალვა გაწერელიას, გია მარღანიას საიუბილეო ალბომების პრეზენტაცია.
გაიმართა შალვა გაწერელიას ხსოვნის საღამო, გურამ პეტრიაშვილის საიუბილეო საღამო, აივენგო ჭელიძის გამოფენა, თეატრის 95 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო.
თეატრმა გამართა რეგიონული გასტროლები რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, ანაკლიაში, რუხში, თეთრიწყაროში, წეროვანში, ოზურგეთში, ხელვაჩაურში, ქედაში, ურეკში, ბორჯომში, ახალციხესა და ასპინძაში.
თეატრი მონაწილეობდა ანკარას (თურქეთი), ვალეტას (მალტა), ვიტენის (გერმანია) თეატრალურ ფესტივალებში. აგრეთვე რუსთავის კომედიის ფესტივალსა და ოზურგეთის ნოდარ დუმბაძის სახელობის ქართული მწერლობის ფესტივალში.
თეატრი მონაწილეობდა 26 მაისის ღონისძიებებში, აგრეთვე თბილისის მერიის ინიციატივით ღია ცის ქვეშ შაბათობით სხვადასხვა სკვერში წარმოდგენები გავმართეთ. გაიმართა სპექტაკლი პენიტენციურ დაწესებულებაშიც.
განსაკუთრებული მადლობა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თბილისის მერიას მხარდაჭერისა და თანადგომისათვის.
ჩვენ მოვახერხეთ და ხელი შევუწყვეთ 2 სტუდენტ – რეჟისორსა და 1 სამსახიობო ჯგუფს. 11 ახალი სპექტაკლიდან შტატის რეჟისორებმა მხოლოდ 3 წარმოდგენა განახორციელეს. სხვადასხვა თაობის 8 რეჟისორს ჰქონდა შესაძლებლობა განეხორციელებინათ დადგმები.
96-ე სეზონს თეატრი 26 აგვისტოს გახსნის იტალიის ქალაქ ვერონაში  სპექტაკლით –  „აურზაური არაფრის გამო”. შემოდგომიდან კვლავ ველით ჩვენს ერთგულ მაყურებელს.
უკვე დაწყებულია მუშაობა 5 ახალ სპექტაკლზე:
1. უილიამ შექსპირის „ოტელო” (პეტრე ოცხელის ესკიზებით. სპექტაკლი ეძღვნება კოტე მარჯანიშვილის დაბადებიდან 150-ე წლისთავს)
2. ო’ჰენრის „წითელკანიანთა ბელადი”
3. ასტრიდ ლინდგრენის „ბიჭუნა და კარლსონი”
4. ჩარლზ დიკენსის „საშობაო ზღაპარი”
5. ნოდარ მაჭარაშვილი „ავი მუსაიფი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები