გურამ მაჭარაშვილი: გაერო-ს ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საქართველო, როგორც რეგიონში მოწინავე, წარმატებული ქვეყანა, კიდევ ერთხელ დაფიქსირდეს
„ნებისმიერი საერთაშორისო ვიზიტი, მათ შორის, ასეთი მაღალი რანგის თანამდებობის პირის ვიზიტი საქართველოში, როგორიც არის გაერო-ს ასამბლეის პრეზიდენტი, არის ძალიან მნიშვნელოვანი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტის, აბდულა შაჰიდის ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან “ქრონიკასთან” საუბრისას განაცხადა, ვიზიტი მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ საქართველო, როგორც რეგიონში მოწინავე, ერთ-ერთი ლიდერი, წარმატებული ქვეყანა, კიდევ ერთხელ დაფიქსირდეს.
„ნებისმიერი საერთაშორისო ვიზიტი, მათ შორის, ასეთი მაღალი რანგის თანამდებობის პირის ვიზიტი საქართველოში, როგორიც არის გაერო-ს ასამბლეის პრეზიდენტი, არის ძალიან მნიშვნელოვანი. პირველი, იმის გამო, რომ საქართველო როგორც რეგიონში მოწინავე, ერთ-ერთი ლიდერი, წარმატებული ქვეყანა, კიდევ ერთხელ დაფიქსირდეს და მეორე, ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მაღალი დონის ფიგურა საქართველოში მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდება. საუბარი იქნება იმ პროცესებზე, გამოწვევებზე, რომელიც საქართველოშია და იმ ურყევ კურსზე, რომელიც ქვეყანას დასავლეთში ინტეგრაციაზე აქვს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.