რუსეთმა იდლიბი დაბომბა – არიან დაღუპულები, მათ შორის, ბავშვები

რუსეთის საჰაერო ძალების მიერ იდლიბის დეესკალაციის ზონის ორი სოფლის დაბომბვას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ხუთი ბავშვია.

ამის შესახებ Anadolu წერს.

აღინიშნება, რომ რუსული თვითმფრინავები ჰმეიმის ავიაბაზიდან გამთენიისას აფრინდნენ.

სარაკეტო იერიშებია მიტანილი იაკუბისა და ჯუდეიდას სოფლებზე, რომლებშიც არაბი-ქრისტიანები ცხოვრობენ.

იდლიბის სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტის (თეთრი ჩაფხუტები) ინფორმაციით, საავადმყოფოებში, სულ მცირე, 13 ადამიანია გადაყვანილი.

ცნობისთვის, 2017 წლის 4-5 მაისს ასტანაში გამართული შეხვედრის შედეგად, სირიაში დეესკალაციის ოთხი ზონა შეიქმნა, მათგან სამი მოგვიანებით ბაშარ ასადის რეჟიმის ქვეშ მოექცა.

დეესკალაციის ზონები შეიქმნა აღმოსავლეთ ღუთაში (დამასკოს გარეუბანი), ჰომსის პროვინციის ჩრდილოეთით, იდლიბის პროვინციაში, რომელიც მოიცავს მთელ რიგ ტერიტორიებს – ლატაკიას, ჰამას და ალეპოს.

2020 წლის 5 მარტს თურქეთმა და რუსეთმა მოსკოვში იდლიბის შესახებ ახალ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

2017-2020 წლებში ასადის რეჟიმის თავდასხმების შედეგად, დაახლოებით, 2-მა მილიონმა მშვიდობიანმა მოქალაქემ დატოვა სახლები და თურქეთთან სასაზღვრო რაიონებში გადავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები