შავ ზღვაში უკრაინული მარცვლეულისთვის უსაფრთხო დერეფანი შესაძლოა, უახლოეს კვირებში ამოქმედდეს, – განუცხადა “რია ნოვოსტის” წყარომ, რომელიც სტამბოლში მოლაპარაკებების დეტალებს არის გაცნობილი.
“ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს კვირებში,” – თქვა მან.
წყარო ასევე ადასტურებს, რომ მხარეებმა უსაფრთხოების გარანტიები გასცეს. გემების გავლას სტამბოლში გაერო-ს ეგიდით შექმნილი მონიტორინგის ჯგუფი დააკვირდება, რომელიც სამუშაოდ უკვე მზად არის.
რუსეთი და უკრაინა მარცვლეულის ექსპორტის შესახებ გაერო-ს მიერ შეთავაზებულ შეთანხმებას ხელს სტამბოლში დღეს, 22 ივლისს მოაწერენ.
დოკუმენტის ხელმოწერას თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში დაესწრებიან.