Hasta la vista, baby – ბორის ჯონსონის სიტყვით გამოსვლამ აპლოდისმენტები დაიმსახურა (ვიდეო)

ბორის ჯონსონი ბრიტანეთის პარლამენტში პრემიერის რანგში დასკვნითი სიტყვით გამოვიდა.

თავის მემკვიდრეს მან რჩევა მისცა: „მინდა, გამოვიყენო ბოლო რამდენიმე წამი, ბატონო სპიკერო, რომ რჩევა მივცე ჩემს მემკვიდრეს, ვინც  უნდა იყოს ის”.

„პირველ ყოვლისა, იყავით ამერიკელებთან ახლოს, დაუჭირეთ მხარი უკრაინელებს, დაუჭირეთ მხარი თავისუფლებას და დემოკრატიას ყველგან. შეამცირეთ გადასახადები და გააუქმეთ რეგულაციები, სადაც კი შეგიძლიათ, რომ ეს ადგილი საცხოვრებლად და ინვესტიციებისთვის უკეთესი გახდეს. ფოკუსირდით წინ გზაზე, მაგრამ ყოველთვის გახსოვდეთ უკანა ხედვის სარკეში ჩახედვა”, – თქვა მან და პარლამენტს, თემთა პალატას, მეგობრებს მადლობა გადაუხადა და გამოსვლა დაასრულა სიტყვებით: Hasta la vista, baby.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები