პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თურქმენეთში მემორიალური კომპლექსი „ხალხის მეხსიერება” გვირგვინებით შეამკო

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, თურქმენეთში ვიზიტის ფარგლებში, მემორიალურ კომპლექს “ხალხის მეხსიერებაში” იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაურმა აშხაბადის 1948 წლის მიწისძვრის მსხვერპლთა ხსოვნას, გეოკტეპეს 1881 წლის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნასა და 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალები გვირგვინებით შეამკო. პრემიერმინისტრი მემორიალურ კომპლექსში დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები