მამუკა მდინარაძე: დეოლიგარქიზაციის პუნქტთან დაკავშირებით, საქართველოს გარდა, არავის მოფიქრებია, პერსონიფიცირება მოეხდინა და კამპანია ერთადერთ ადამიანზე მიემართა

“დეოლიგარქიზაციის პუნქტი სამივე ქვეყანასთან მიმართებით ჩაიწერა. საქართველოს გარდა, არავის მოფიქრებია, რომ პერსონიფიცირება მოეხდინა და კამპანია ერთადერთ ადამიანზე მიემართა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მედიაზე ან პოლიტიკაზე გავლენის მტკიცებულებები არ არსებობს.

„როგორც საქართველოში, ასევე უკრაინასა და მოლდოვაში იგულისხმებიან ადამიანები, რომლებსაც მატერიალური რესურსი აქვთ და პოლიტიკაში ან მედიაში ერევიან, სწორედ ამგვარად წარმოადგენენ ოლიგარქებს. თუ ბიძინა ივანიშვილზე მხოლოდ ერთ პუნქტთან დაკავშირებით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მას მატერიალური რესურსი აქვს, სხვა პუნქტებთან დაკავშირებით ბუნებაში არანაირი, ირიბი მტკიცებულებაც კი არ არსებობს, შესაბამისად, ის ამ კუთხით ვერ დაიდენტიფიცირდება. დამისახელეთ ერთი მტკიცებულება, რომ მედიასა და პოლიტიკაზე რაიმე გავლენა აქვს ამ ადამიანს მას შემდეგ, რაც წავიდა პოლიტიკიდან“, – განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები