თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე ხანძარი იყო
თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე, შუა გამყოფ ზოლზე ხანძარი გაჩნდა.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, დაიწვა დაახლოებით 60 მ2 ფართობის ტერიტორიაზე ბალახი.
მათივე ცნობით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.