ოთარ შამუგია: ვიწყებთ ახალ სახელმწიფო პროგრამას, რომელიც ქვეყანაში ბიოწარმოების განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ბიოწარმოების ახალი პროგრამის შესახებ ისაუბრა.

„ჩვენ ვიწყებთ ბიოწარმოების სახელმწიფო პროგრამას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში ბიოწარმოების განვითარების ხელშეწყობის კუთხით. თქვენ იცით, რომ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში იზრდება ბიოპროდუქციაზე მოთხოვნა, შესაბამისად, ჩვენს ფერმერებს უნდა დავეხმაროთ ამ კუთხით და მხარი დავუჭიროთ ბიოწარმოებაზე გადასვლაში.
ახალი პროგრამა ითვალისწინებს საკმაოდ მაღალ, 70%-იან თანადაფინანსებას, როგორც სერტიფიცირების პროცესში, ასევე, საკონსულტაციო მომსახურებაში, მევენახეობის და მეფუტკრეობის მიმართულებით ბიოსასუქების და ბიოპრეპარატების შესყიდვაში, ასევე, ჩვენ მეფუტკრეებს დავუფინანსებთ ლაბორატორიულ ხარჯებს“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები