გივი მიქანაძე: ჩვენი ფრაქციის 81 წევრიდან რიგგარეშე სესიაში მონაწილეობას არავინ მიიღებს
საპარლამენტო უმრავლესობა პარლამენტის რიგგარეშე სესიაში მონაწილეობას არ მიიღებს. შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, პროცესის მიზანია არა ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულება, არამედ – პოლარიზაციის გაღრმავება და ოპოზიციის დღის წესრიგი არ შეესაბამება რეგლამენტის მოთხოვნებს.
„18 ივლისიდან მოწვეულ ე.წ. რიგგარეშე სხდომასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ პარალელურ, მოგონილ საბოტაჟურ და შედეგთან მიმართებით უპერსპექტივო პროცესში მონაწილეობას. ჩვენი ფრაქციის 81 წევრიდან რიგგარეშე სესიაში მონაწილეობას არავინ მიიღებს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა ოპოზიციის მოთხოვნა გაითვალისწინა და რიგგარეშე სესია 18 ივლისიდან მოიწვია.