თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია
თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღია სივრცეში ბალახს ცეცხლი უკიდია.
ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძარი მოსახლეობის საცხოვრებელ ტერიტორიასთან ახლოსაა.
როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ. ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.