ბექა ღვინიაშვილი ზაგრების გრან პრის გამარჯვებულია
ბექა ღვინიაშვილმა ზაგრების გრან პრი მოიგო. ამის შესახებ ძიუდოს ეროვნული ფედერაცია იტყობინება.
ფედერაციის ცნობით, ფინალში ღვინიაშვილმა ბრაზილიელი მეტოქე, რაფაელ მასედუ დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ოქროს მედალი მოუტანა.