სომხეთის საგარეო უწყება: სომხეთისა და საქართველოს 30-წლიანმა მეგობრობამ საფუძველი ჩაუყარა მოძმე ერებს შორის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების განმტკიცებას

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება.

„დღეს სომხეთი და საქართველო დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს აღნიშნავენ. ამ 30-წლიანმა მეგობრობამ და ეფექტიანმა თანამშრომლობამ ჩვენს მოძმე ერებს შორის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობებისა და პოლიტიკური დიალოგის თანმიმდევრულ განვითარებასა და განმტკიცებას ჩაუყარა საფუძველი“,- აღნიშნულია სომხეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები