ესპანეთსა და პორტუგალიაში ტყის ხანძრებს 600-მდე ადამიანი ემსხვერპლა

საფრანგეთში, ესპანეთსა და პორტუგალიაში, ბოლო კვირების განმავლობაში, ტყის ხანძრები მძვინვარებს.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

კარლოს III-ის სახელობის ჯანმრთელობის სახელმწიფო ინსტიტუტის მონაცემებით, ესპანეთში თითქმის ერთკვირიან სიცხეს 360 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 3 000-მდე ადამიანი საცხოვრებელი სახლიდან ევაკუირებული იქნა.

პორტუგალიის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ 7-დან 13 ივლისამდე სიცხის შედეგად 238 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის უმეტესობა ხანდაზმული პირები არიან.

აღსანიშნავია, რომ ჰაერის ტემპერატურამ ესპანეთში 45.7 გრადუსს, პორტუგალიაში კი 40 გრადუსს მიაღწია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები