საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 23:14 დაამარცხა.

ზაფხულის სერიის ბოლო მატჩი ქუთაისში, „აია არენაზე“ გაიმართა.

მატჩის პირველი ნახევარი ქართველი „ბორჯღალოსნების“ გამარჯვებით, ანგარიშით 9:6 დასრულდა.

ცნობისთვის, 10 ივლისს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბათუმში იტალია 28:19 დაამარცხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები