ჯეიჰუნ ბაირამოვი: ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობას

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. აღნიშნული შეხვედრის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს.

„შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. განვიხილეთ საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობასა და რეგიონულ სიტუაციასთან დაკავშირებული საკითხები. ხაზი გაესვა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მეგობრული, ნაყოფიერი და ყოვლისმომცველი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობას“, – წერს ჯეიჰუნ ბაირამოვი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები