ტოივო კლაარი: გამოვხატე ევროკავშირის მხარდაჭერა აზერბაიჯანისა და სომხეთის გადაწყვეტილების მიმართ, გამართონ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა საქართველოში

ევროკავშირი მხარდაჭერას უცხადებს სომხეთისა და აზერბაიჯანის გადაწყვეტილებას, საქართველოში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით. ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს.

„მქონდა შესანიშნავი შეხვედრები აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან ჯეიჰუნ ბაირამოვთან და ვიცე-პრემიერ მუსტაფაევთან. შეფასდა სამშვიდობო პროცესის მდგომარეობა. ასევე გამოვხატე ევროკავშირის მხარდაჭერა აზერბაიჯანისა და სომხეთის გადაწყვეტილების მიმართ, გამართონ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა საქართველოში“, – წერს ტოივო კლაარი.

შეგახსენებთ, დღეს თბილისში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების, არარატ მირზოიანისა და ჯეიჰუნ ბაირამოვის შეხვედრაა დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები