კარლ ჰარცელი: საქართველომ, ისევე – როგორც უკრაინამ და მოლდოვამ, კონკრეტული ქმედებებით უნდა წარმოაჩინონ მზადყოფნა და უნარი, წაიწიონ წინ ევროკავშირის წევრობისკენ

საქართველოს პრიორიტეტია ამ 12 პუნქტის რაც შეიძლება მალე შესრულება. როგორც კი ეს მოხდება, ქვეყანა ძალიან მძლავრ გზავნილს გაუგზავნის ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, რომ საქართველო დაბრუნდა სწორ გზაზე და შესაძლებელია მასზე დაყრდნობა, წინსვლის იმედით, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთვის კარის გაღების თაობაზე ნამდვილად ისტორიული მომენტია.

“ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოში ყველამ გააცნობიეროს, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთვის კარის გაღების თაობაზე ნამდვილად ისტორიული მომენტია.

ევროპისკენ მიმავალი გზა დამსახურებებზე დაფუძნებულ პროცესად რჩება. ბურთი ახლა საქართველოს მოედანზეა. საქართველომ, ისევე – როგორც უკრაინამ და მოლდოვამ, კონკრეტული ქმედებებით უნდა წარმოაჩინონ თავიანთი მზადყოფნა და უნარი, წაიწიონ წინ ევროკავშირის წევრობისკენ. დასაკარგი დრო არ არის, რადგან ევროპის თვალი და ყური ამჟამად ამ რეგიონისკენაა მომართული.

საქართველოს პრიორიტეტია ამ 12 პუნქტის რაც შეიძლება მალე შესრულება. როგორც კი ეს მოხდება, ქვეყანა ძალიან მძლავრ გზავნილს გაუგზავნის ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, რომ საქართველო დაბრუნდა სწორ გზაზე და შესაძლებელია მასზე დაყრდნობა, წინსვლის იმედით. თვითკმაყოფილების დრო არ არის, რადგან ეს მომენტი ხელიდან არ უნდა გავუშვათ. ახლა საჭიროა მოქმედება“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები